სასწავლო პროექტის გეგმა


  1.  პროექტის სახელწოდება :  „გორისა და მასთან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ღირსშესანიშნაობების ელექტრონული კატალოგი“.
  2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით:  საკუთარი ქალაქის და რეგიონის ღირსშესანიშნაობების ელექტრონული კატალოგის შექმნა.  
  3. პროექტის აქტუალობა :   საკუთარი ქალაქისა და მისთან მიმდებარე რაიონებში არსებული ისტორიული ღირსშესანიშნაობების გაცნობა/დათვალიერება, მოძიებული მასალის ელექტრონულ რესურსად გადაქცევა.  გარდა ამისა, იმისათვის რომ არ დაარღვიონ საავტორო უფლებები თავად შექმნან ფოტო და ვიდეო მასალა. 
  4. პროექტის მიზანი: მოსწავლეებში ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, მართვის, დამუშავების შეფასების ანალიზისა და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
  5. მონაწილეთა ასაკი: მე-5 კლასი
  6. ვადები ხანგრძლივობა: ორი კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ, ისტ-ის გაკვეთილებზე მიღებული ფრაგმენტული ცოდნა გააერთიანოს და კომპიუტერთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები განავითაროს. გამოიმუშაოს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, მართვის, დამუშავების, შეფაასების, ანალიზისა და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მირების უნარ-ჩვევები. მათ მიერ შედგენილი ელექტრონული კატალოგით სარგებლობა შეეძლება სკოლის ყველა კლასს სასწავლო- შემეცნებითი ექსკურსიის დასაგეგმად გორის რაიონში.  
  8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ციფრული ფოტო აპარატი, ფურცელი, კალამი, პროექტორი. 
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) :  ჯგუფში გაერთიანებული მოსწავლეები ჩემ მიერ  წინასწარ  მოძიებულ ინტერნეტ მისამართის დახმარებით იწყებენ ძიებას თავ-თავიანთ რაიონებში ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ.ჯგუფის წევრები ინიშნავენ მოძიებული ინფორმაციის შესაბამის ბმულებსა და ცხრილში ორგანიზებულად განათავსებენ მათ. პროექტის დასასრულს ყველა ჯგუფი ერთ ცხრილში აერთიანებს დამუშავებულ მასალას და პროექტორის დახმარებით წარმოადგენს პრეზენტაციას.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:      ის. ტექნ. დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.
  11. პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): გიული ბუთხუზი
  12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: g.butxuzi@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: giulibutxuzi.blogspot.com

No comments:

Post a Comment